Thursday, April 19, 2012

იუპიტერი


იუპიტერი არის ყველაზე დიდი პლანეტა მზის სისტემაში და მისი დიამეტრია 143.760კმ, ის მეხუთე პლანეტაა მზიდან 777მილიონი კმ დაშორებით.
ის 5-ჯერ უფრო შორსაა ვიდრე დედამიწა იუპიტერის წელიწადი 12 (11.86) დედამიწისას უდრის სამაგიეროდ თავისი ღერძის გარშემო სწრაფად, 9,93 სთ-ში, შემობრუნდება.
იუპიტერზე არ არის მყარი ზედაპირი. ატმოსფერრო შედგება ძირითადათ წყალბადით(86%) და ჰელიუმით(14%). მის ზედაპირზე მოჩანს სხვადასხვა ფერის ზოლები. შედარებით მუქი და ღია ფერით. ზედა ფენებიუფრო თეთრი. ასევე ვხედავთ შტორმის დიდ ადგილებს მას ატმოსფეროში გემპერატურა „ღრუბლების ზედა ფენებში -153გრადუს C_ს აღწევს.
იუპიტერის გრავიტაციისაგან თავის დასაღწევათ საჭიროა 214,200კმ/სთ სიჩქარე რაც დედამიწის შემთხვევაში 40,200კმ/სთ ია.იუპიტერზე შეიმჩნევა დიდი წითელი რგოლი იქაური შტორმი რომელიც ტელესკოპში წითელი ლაქასავით მოჩანს 400 წელია არსებობს.
იუპიტერს აქვს 63 თანამგზავრი მათ შორის 4 უდიდესია: განიმედი, იო, ევროპა და კალისტო რომელიც გალილეოს მთვარეებათ იწოდებიან, რადგან პირველად მან ნახა 1610 წელს მის მიერ გაკეთებული ტელესკოპით. იუპიტერს აქვს 4 თხელი რგოლი.ის უფრო მეტ ენერგიას გასცემს (სითბოს სახით) ვიდრე იღებს მზიდან. რომაულ მითოლოგიაში იუპიტერი იყო ღმერთთა მეფე და ცის მბრძანებელი.
იუპიტერი ძირითადად შედგება წყალბადისაგან და ჰელიუმისაგან და შემადგენლობით ახლოსაა მზესთან. ღრუბლების ქვეშ განლაგებულია 7–25 ათასი კილომეტრის სისქის ფენა, სადაც წნევისა და ტემპერატურის ზრდასთან ერთად (6000°С–მდე) წყალბადი აიროვანი მდგომარეობიდან გადადის თხევადში, თუმცა მკვეთრი ზღვარი აირად და თხევად მდგომარეობათა შორის არ არსებობს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იუპიტერის ბირთვი შედგება ჰელიუმზე ბევრად მძიმე ელემენტებისაგან. მისი დიამეტრის ზომაა 15–30 ათასი კილომეტრი და გააჩნია მაღალი სიმკვრივე. თეორიული გამოთვლების შედეგად დადგენილია, რომ ბირთვის ტემპერატურა – 36 000°С რიგისაა, ხოლო წნევა – 30–100 მილიონ ატმოსფეროს უდრის.
ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ იუპიტერი უფრო მეტ ენერგიას გამოასხივებს, ვიდრე შთანთქავს, რაც ალბათ დაკავშირებული უნდა იყოს პლანეტის ბირთვში მიმდინარე ბირთვულ რეაქციებთან.


წყარო – ვიკიპედია

No comments:

Post a Comment